saqarTvelos qedebi - Jurgias qedi

 

ისტორიული სახელწოდება: ჟვირგვას ქედი.

მთის მასივი, ჩხალთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე ჩხალთისა და მისი მარჯვენა შენაკადის ზიმის წყალგამყოფი. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2400 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტებით, მათი ტუფებითა და ტუფბრექჩიებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით (ნაწილობრივ მუქწიწვიანებით), თხემი ნაზრელიეფიანია და დაფარულია სუბალპური და ალპური ბალახეულით.